„ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიაში ყველაზე პოპულარული პარტიად რჩება

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიაში ყველაზე პოპულარული პარტიად რჩება

გერმანიაში ჩატარებული ახალი გამოკითხვის მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკური გაერთიანებაა.

მას მხარს გერმანელთა 27% უჭერს. ეს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციურმა პარტიამ წინა გამოკითხვასთან შედარების თავისი რეიტინგი 2%-ით გაიუმჯობესა.

მეორე ადგილზე პოპულარობით არის კანცლერ ფრიდრიხ მერცის კოალიცია. მას მხარს 26% უჭერს. მესამე ადგილზე მერცის კოალიციის პარტნიორი „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია 15%-ით.

ონლაინ-გამოკითხვა 12 - 15 სექტემბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2057 ადამიანმა მიიღო.