FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი, იოზეფ ბლატერი ერთი კვირის განმავლობაში ხელოვნურ კომაში იყო ამის შესახებ მისმა ქალიშვილმა განაცხადა.
„მამა ერთი კვირა ხელოვნურ კომაში იყო. ექიმები მისი ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილნი არიან, მაგრამ გამოჯანმრთელებამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი“, - აღნიშნა კორინ ბლატერ ანდენმატენმა.
84 წლის ბლატერმა ნოემბერში კორონავირუსი გადაიტანა, რის შემდეგაც გულზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს. ბლატერი FIFA-ს 1998-2015 წლებში ხელმძღვანელობდა. 2015 წელს ის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებით მმართველ ორგანოს 8 წლით ჩამოაშორეს. 2016 წელს კი სააპელაციო კომიტეტმა ბლატერს დისკვალიფიკაციის ვადა 6 წლამდე შეუმცირა.
იოზეფ ბლატერი კლინიკაში 8 იანვარს გადაიყვანეს.