ანდრიუს კუბილიუსის აზრით, თუ პარლამენტი სრულად ვერ იფუნქციონირებს, ეს სავარაუდოდ საქართველოს იმიჯს დააზარალებს

ანდრიუს კუბილიუსის აზრით, თუ პარლამენტი სრულად ვერ იფუნქციონირებს, ეს სავარაუდოდ საქართველოს იმიჯს დააზარალებს

ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიები უნდა გაერთიანდნენ ისეთი მნიშვნელოვანი და ამბიციური მიზნის გარშემო, როგორიც საქართველოს მიერ 2024 წელს ევროკავშირის მომავალი წევრობის შესახებ განაცხადის გაკეთებაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია მოიძებნოს გზა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელსაც დემოკრატიისთვის გამოწვევას უწოდებენ.

„თუ პარლამენტი დარჩება ისე, როგორც დღესაა, როდესაც სრულყოფილად ფუნქციონირებადი არაა, სავარაუდოდ, ეს საქართველოს იმიჯს დააზარალებს მანამდე, ვიდრე განაცხადის გაკეთების დრო დადგება. ამაზე უნდა იფიქრონ პოლიტიკურმა ძალებმა - მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ. მინდა ასევე აღვნიშნო, ჩვენ შეგვიძლია რჩევების მიცემა, მაგრამ ეს საქართველოს გადასაწყვეტია. შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ გამოთქვა შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ძალიან კარგად ესმით, რომ გამოწვევაა და მოსაძებნია გზა ამ პრობლემის გადასაჭრელად“, - აღნიშნა კუბილიუსმა.

ამ დრომდე უცნობია, როდის გაიმართება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი.