რუსულმა გამოცემა Sportbox-მა 2011-2012 წლების სეზონიდან მოყოლებული დღემდე ზამთარში რუსეთის პრემიერლიგაში განხორციელებული თითო საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა. 2018-2019 წლების სეზონში იანვრის ტრანსფერებიდან საუკეთესოდხვიჩა კვარაცხელიას „ლოკომოტივში“ გადასვლა დაასახელეს.
„აზმუნი, ბარიოსი, რაკიცკი, ნორმანი, ყველა მათგანი იმსახურებდა აქ მოხვედრას, მაგრამ არსებობს კიდევე ერთი ვარიანტი. იმ დროს უცნობი და ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მოსკოვის „ლოკომოტივში“ იჯარით გადავიდა, სულ რაღაც 100 000 ევროდ. შემდეგ ზაფხულს კი ის იური სიომინსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირდებია მიზეზი გახდა. დღევანდელი „რუბინის“ ლიდერის სატრანსფერ ღირებულება უკვე 100-ჯერ გაიზარდა და 10 მილიონი ევროა“, - წერს რუსული საიტი.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას 16 მატჩში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია. 2019-2020 წლების სეზონში ის რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.