ჰაკერებმა მაიკლ ჯექსონის ჩანაწერები მოიპარეს

ჰაკერებმა მაიკლ ჯექსონის ჩანაწერები მოიპარეს

ორი დღის წინ ამერიკულმა გამოცემამ „Rolling Stones” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.

ცნობილი გახდა, რომ დაუდგენელმა პირებმა სტუდია „Sony Music”-ის კომპიუტერებიდან ამერიკელი მომღერალი მაიკლ ჯექსონის სრული ჩანაწერები მოიპარეს.

სტუდიის თანამშრომლების განცხადებით, ჰაკერებმა დაახლოებით 50 ათასი ფაილი მოიპარეს. მათი საერთო ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენს.

მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ ხმის ჩამწერი სტუდია “Sony Music”-ის ხელმძღვანელობამ მომღერლის ნათესავებთან ხელშეკრულება გააფორმა.

ფირმამ უფლება მიიღო, რომ ჯექსონის დღემდე უცნობი კომპოზიციები ოფიციალურად გამოექვეყნებინა და დაახლოებით 10 ალბომი ჩაეწერა.

ჰაკერული შეტევის შედეგად გაუჩინარებულ ფაილებში აღმოჩნდა მაიკლ ჯექსონის ერთობლივი კომპოზიციები ფრედი მერკურისთან და ჯგუფ “Black Eyed Peas”-თან. ეს ჩანაწერები“Sony Music”-ს მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა გამოექვეყნებინა.