ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე: ეს არის ძალიან უხეში თავდასხმა ქართულ ინსტიტუტებზე

ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე: ეს არის ძალიან უხეში თავდასხმა ქართულ ინსტიტუტებზე

ეს არის ძალიან უხეში თავდასხმა ქართულ ინსტიტუტებზე, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებებში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, სადაც 26 ოქტომბრის არჩევნები მოხსენიებულია ,,გაყალბებულად“.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ასეთ ბრალდებას წამოუყენებს ნებისმიერ ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტს, კეთილი უნდა ინებონ და ეს ბრალდება უნდა დაამტკიცონ, სხვა შემთხვევაში ბოდიშის მოხდა მოუწევთ“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცესკო: ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.