ბოლო 24 საათში საქართველოში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 251 071 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 238 101-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2998 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.