ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.

ჯო ბაიდენმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით ფიცი დადო.

აშშ-ის კონსტიტუციის მე-2 მუხლის თანახმად, ჯო ბაიდენმა შემდეგ სიტყვები წარმოთქვა: „მე საზეიმოდ ვფიცავ, რომ პატიოსნად აღვასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დავიცავ, შევინახავ და მფარველობას გავუწევ შეერთებული შტატების კონსტიტუციას“.