ოპოზიცია დიდი ხანია ცდილობს აჩვენოს ყველას, რომ არიან ერთიანები, თუმცა, ძალიან კარგად ჩანს ბოლო თვეების განმავლობაში, რომ ეს ერთიანობა არის მოჩვენებითი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპირკერმა კახა კუჭავამ განაცხადა. მისი ვარაუდით, ოპოზიციაში დაძაბულობის მიზეზს პარლამენტში შესვლის საკითხი წარმოადგენს.
„რეალურად გვესმის ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და მათთვის ყურადსაღები გზავნილები, რომ მათ მიიღონ თავიანთი მანდატები, შემოვიდნენ პარლამენტში, დაიწყონ მუშაობა და ქუჩის მაგივრად პარლამენტში გააკეთონ ოპონირება. ამას ზოგი ოპოზიციონერი ეთანხმება, ზოგი არა, რაც რა თქმა უნდა, პირველ რიგში, წარმოადგენს დაძაბულობის მიზეზს ალბათ ოპოზიციაში. საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს“, - აღნიშნა კუჭავამ.
„ლელოს“ და „მოქალაქეების“ ლიდერები ერთმანეთს „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდნენ. ცხარე კამათი, სტუდიაში ოპოზიციის შეხვედრების შესახებ ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარებს მოჰყვა. მამუკა ხაზარაძემ ელისაშვილი დახურული შეხვედრებიდან ინფორმაციის გასაჯაროებაში დაადანაშაულა.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის შედგა.