აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი: მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი: მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს.

აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენებზე სენატორი რენ პოლის კითხვას, უჭერს თუ არა ის მხარს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა უპასუხა:

„თუ საქართველოსნაირ ქვეყანას ნატოს წევრობის მოთხოვნების დაკმაყოფილება და ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა შეუძლია, დიახ, ნატოს კარები ღია უნდა დარჩეს“.

სენატორმა რონ პოლმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში, ნატოს წესდების მე-5 მუხლის თანახმად, ახლა აშშ-ს რუსეთთან ომი ექნებოდა, რასაც ენტონი ბლინკენი არ დაეთანხმა.

„საპირისპიროს ვფიქრობ. რაც შეეხება ნატოს წევრობას, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს აწარმოებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.