არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიას პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება სთხოვა

არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიას პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება სთხოვა

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიას პარტიების დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შეფასების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ვენეციის კომისია Twitter-ზე წერს.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიისგან მოითხოვა ორი მოსაზრება შემდეგ საკითხებზე: პირველი - საარჩევნო კოდექსის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის შესწორებების პროექტი, და მეორე - საარჩევნო კოდექსის 791-ე მუხლის პროექტი (პარტიის რეგისტრაციის გაუქმება)“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის განცხადებაში.

2020 წლის დეკემბერში „ქართული ოცნება“ გამოვიდა ინიციატივით, მეორე მოსმენით განხილვამდე პარტიების დაფინანსების და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ კანონპროექტები ოდირსა და ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს.