გიგი უგულავა: წინადადებას ველოდებით „ქართული ოცნებისგან

გიგი უგულავა: წინადადებას ველოდებით „ქართული ოცნებისგან" და არა იაგო-მეგრელიშვილ-ხვიჩია-იოსელიანისგან 

ოპოზიციამ სახელი უნდა დაარქვას ოფიციალური განცხადებით, რომ ეს ბატონები აღარ წარმოადგენენ ძირითად ოპოზიციას, ახმოვანებენ „ქართულ ოცნებას", მათი წინადადება მოვისმინეთ, მაგრამ არ გავიზიარეთ და შესაბამისად მათთან პოლემიკას აღარ ვაპირებთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

„ველოდებით „ქართული ოცნებისგან" და არა იაგო-მეგრელიშვილ-ხვიჩია-იოსელიანისგან გაუგებარ წინადადებას. ეს ადამიანები იყვნენ თავისთვის. ამ ადამიანებს შეუძლიათ შევიდნენ პარლამენტში და იჭუჭკუკონ კოლექტიურ კობახიძესთან", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

amo მანამდე არაფერი გეტკინა
3 წლის უკან