ვახტანგ მეგრელიშვილი: ამ მოლაპარაკების ჩაშლა ძალიან არასწორი პოლიტიკური ნაბიჯია

ვახტანგ მეგრელიშვილი: ამ მოლაპარაკების ჩაშლა ძალიან არასწორი პოლიტიკური ნაბიჯია

ამ მოლაპარაკების ჩაშლა ძალიან არასწორი პოლიტიკური ნაბიჯია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, პროპორციულ არჩევნებთან მიმართებაში დღეს მაგიდაზე დევს წინადადება, რომელსაც კოლეგები არაფრად თვლიან.

„ჩვენ გგვგონია, რომ იმ საკითხებზე, რომლებზეც ოპოზიცია და ხელისუფლება ელჩების თანდასწრებით თანხმდებოდნენ, ყველაზე უმნიშვნელო საკითხი არის, ის რასაც ოპოზიცია ითხოვს, ანუ რიგგარეშე არჩევნები დღესვე, ეს მოლაპარაკებები მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, არ უნდა ვაქციოთ ნაბანი წყლისთვის ბავშვის გადაყოლებად. ჩვენ ღირებულად მივიჩნევთ იმ საკითხებს,. რომელიც უკვე შეთანხმებულია და ამ მოლაპარაკების ჩაშლა მიმაჩნია ძალიან არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯად“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ლელოს“ და ვაშაძის პარტიას შეთანხმება უნდათ, „ევროპულ საქართველოს“ – არა. ის ასევე აცხადებს, რომ „გადაწყვიტეს, ჯერ ყველას ერთად დაველაპარაკოთ და მერე სათითაოდ შევხვდეთ იმ ხალხს, რომლებიც არ არიან დესტრუქტორები და ხელს არ გვიშლიან საუბრის დროს“.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის შედგა.