მიტროპოლიტი დანიელი: ნაკურთხ წყალს შეუძლია ადამიანს მოიტანოს როგორც სულიერი, ასევე ხორციელი კურნება

მიტროპოლიტი დანიელი: ნაკურთხ წყალს შეუძლია ადამიანს მოიტანოს როგორც სულიერი, ასევე ხორციელი კურნება

ნათლისღების დღეს ყველა წყალი განსაკუთრებული მადლით არის აღვსილი - ნაკურთხ წყალს შეუძლია ადამიანს მოუტანოს როგორც სულიერი, ასევე ხორციელი კურნება, - ამის თაობაზე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა სამებაში, ღვითისმსახურებაზე ბრძანა.

მიტროპოლიტმა ქადაგებისას განაცხადა, რომ ნათლისღებით კაცობრიობის წინაშე უფლის ძალა გაცხადდა. მისი თქმით, ნათლისღება არის დასაწყისი, კაცთა გამოხსნის საიდუმლოს აღსრულებისა.

„დღევანდელ დღეს იკურთხება წყალი. დღევანდელ დღეს ყველა წყალი განსაკუთრებული მადლით არის აღვსილი. განსაკუთრებულია წყლის ბუნება დღეს. განახლებულია წყლის ბუნება დღეს. ნაკურთხი წყალი ეს არის წყალი, რომელსაც შეუძლია ადამიანს მოიტანოს როგორც სულიერი, ასევე ხორციელი კურნება. ეს მადლი დღეს მთელს სამყაროს ეფინება", - ბრძანა მიტროპოლიტმა დანიელმა.