ლევან იოსელიანი: „ევროპულ საქართველოში“ არიან ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ, შედგება თუ არა შეთანხმება

ლევან იოსელიანი: „ევროპულ საქართველოში“ არიან ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ, შედგება თუ არა შეთანხმება

დაახლოებით ორი თვის წინ რაზეც დავიწყეთ საუბარი, ის დაადასტურა კიდევ ერთხელ „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ, რომ მართლა არიან პარტიაში ადამიანები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული, შედგეს შეთანხება; ამას ვიძახდით აქამდე, ახლა კი დადასტურდა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ევრმა, ლევან იოსელიანმა „ევროპულ საქართველოზე“ საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ დავინახეთ ერთი კონკრეტული პარტიის ძალიან აქტიური პოზიცია ამ მიმართულებით. გამოვედით და ამის შესახებ ხმამაღლა დავიწყეთ საუბარი. ამის გამო, ათასი სიბინძურე დაგვაბრალეს, გამყიდველობა, მოღალატეობა, მაგრამ დამტკიცდა, რომ ეს ასე ყოფილა. სიმართლე არ დაიმალება. მათ არ უნდათ, რომ შეთანხება შედგეს; არ უნდათ, რომ ოპოზიციამ მიაღწიოს ხელისუფლებასთან რაიმე ტიპის შეთანხმებას და შევიდეს პარლამენტში. ეს იმიტომ, რომ მათი ლიდერები ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ყველანი არიან უმანდატოდ დარჩენილი.

ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ, ისე პოზიციონირებდნენ, მათი გამოსვლები შინაარსობრივად იყო მიმართული იქითკენ, რომ შეთანხება არ და ვერ ყოფილიყო მიღწეული. ფაქტია, რომ სხვა პარტიებიც იზიარებენ იმ მოსაზრებას და არგუმენტებს, რასაც თავის დროზე ეს პარტია აყალიბებდა, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა – ეს ადამიანები დადიოდნენ შეხვედრებზე, სხვა ჩვენ იქ არ გვინახავს. პარლამენტში შესვლა-არშესვლა საბოლოოდ დამოკიდებული არის იმაზე, როგორ დასრულდება ჩვენ შორის მოლაპარაკება, შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.

იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ლელოს“ და ვაშაძის პარტიას შეთანხმება უნდათ, „ევროპულ საქართველოს“ – არა. ის ასევე აცხადებს, რომ „გადაწყვიტეს, ჯერ ყველას ერთად დაველაპარაკოთ და მერე სათითაოდ შევხვდეთ იმ ხალხს, რომლებიც არ არიან დესტრუქტორები და ხელს არ გვიშლიან საუბრის დროს“.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის შედგა.

Ninja ხოდა, რაღას ჭიმავთ, შედით პარლამენტში და დატოვეთ ხახამშრალი ეგენი
3 წლის უკან