იაგო ხვიჩია: ფასილიტატორები სერიოზულად არ უყურებენ ისეთ ბოიკოტს, სადაც ოპოზიცია ხელფასს იღებს

იაგო ხვიჩია: ფასილიტატორები სერიოზულად არ უყურებენ ისეთ ბოიკოტს, სადაც ოპოზიცია ხელფასს იღებს

„ფასილიტატორები სერიოზულად არ უყურებენ ისეთ ბოიკოტს, სადაც ოპოზიცია ხელფასს იღებს“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.

„ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ ის ხალხი, რომელიც წინა პარლამენტში იყო, ავტომატურად იღებს ფულს. სამადაშვილის განცხადებას მოუსმინეთ და თქვენ თვითონაც იგივე შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რაც მე.

იგივე შთაბეჭდილება რჩებოდათ ფასილიტატორებს, დამკვირებლებს, „ქართული ოცნების“ წევრებს და ამიტომაც არ უყურებენ ბოლომდე სერიოზულად ასეთი ტიპის ბოიკოტს, სადაც ოპოზიცური ძალები ხელფასს იღებენ - მე ამის გამორიცხვა მინდოდა. მე მინდოდა მკაცრი ბოიკოტი, მართლა ბოიკოტი, რომ ვერავის მსგავსი შეურაცხყოფა ვერ მოეყენებინა. ეს არ გამოვიდა. ახლა მინდა შეთანხმება ისეთი, რომ მაქსიმალური წამოვიღო „ქართული ოცნებიდან“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით 9 პარტიამ მიმართა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა. ვიდრე ბოიკოტის რეჟიმში არიან, „მოქალაქეები“ და „გირჩი“ დაფინანსებაზე უარს ამბობენ.

Ninja მეც მასე ვფიქრობ. ხოდა, ეგენი იშვერენ ხელს სხვისკენ, პარლამენტში არ შეხვიდეთო.
3 წლის უკან