დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვლია მოსალოდნელი

დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვლია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 19 იანვარს ქუთაისში თოვლს პროგნოზირებენ. დღისით +3 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც თოვლია მოსალოდნელი, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. თოვლია ნავარაუდები ასევე ბათუმში. დღისით სინოპტიკოსები იქ +3 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე თოვაა ნავარაუდები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი. თოვლია მოსალოდნელი ზუგდიდშიც. ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 იქნება. თოვს სოხუმშიც, ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვს. დღისით ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლი და 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს.

თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც 0 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში -3 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა იქ -12 გრადუსამდე დაიწევს.

ასევე თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, სადაც -3 გრადუსი და მცირე ნალექია იქნება. ღამის განმავლობაში -10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, -4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -16 გრადუსი იქნება.

გორში თოვლი და +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -6 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი 0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლი და -6 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსი იქნება. თოვს ომალოშიც, ჰაერის ტემპერატურა დღისით -7 გრადუსი იქნება, ღამე კი -12 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში 0 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავშიც. აქ დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსია მოსალოდნელი.

მცირედ მოღრუბლული დღეა ნავარაუდები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. +4 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -5 გრადუსი იქნება.

რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლჭყაპია მოსალოდნელი თბილისში. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.