ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 249 465 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 235 130-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 973 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.