საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 494 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 494 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 550 ადამიანს დაუდასტურდა, 494 კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 398 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 166 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 232 PCR ტესტით.

საქართველოში კორონავირუსის 249 465 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 235130, გარდაიცვალა 2 973 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 472, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3656. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 563 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.