გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის მიერ ადგილობრივი არჩევნების დაკავშირება პლებისციტთან სამართლებრივად ჩამოუყალიბებელია

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის მიერ ადგილობრივი არჩევნების დაკავშირება პლებისციტთან სამართლებრივად ჩამოუყალიბებელია

თუკი ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმის შესაძლებლობაზე, იყოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები, ამას სჭირდება საფუძველი რომელსაც შექმნის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, ან ნებისმიერი სხვა კომისია, რომელიც კომპეტენტურ პასუხს დადებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ოპოზიციის მხრიდან ადგილობრივი არჩევნების პირდაპირ დაკავშირება პლებისციტთან და საერთოდ ამ პროცედურის გამოყენება იმისთვის, რომ ეს შეფასდეს სამართლებრივად ჩამოუყალიბებელი წინადადებაა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ასეთი შეხვედრა არ შედგება, რადგან ერთი მხრივ იგი თვითიზოლაციაშია და მეორე მხრივ ფიქრობს, რომ ყველაფერი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში.

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მერაბიშვილი და ბოკერია კომპრომატებით ემუქრებოდნენ.