იენს სტოლტენბერგი: რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, გაწევრიანდებიან თუ არა საქართველო და უკრაინა ნატოში

იენს სტოლტენბერგი: რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, გაწევრიანდებიან თუ არა საქართველო და უკრაინა ნატოში

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, გაწევრიანდებიან თუ არა საქართველო და უკრაინა ნატოში.

„რუსეთს არ აქვს უფლება, ჩაერიოს, დაბლოკოს ან შეაჩეროს სუვერენული სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანება“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ თუ საქართველოს ნატოს წევრობა სურს, რუსეთი ამას ვერ შეაჩერებს.

„გაწევრიანდება თუ არა საქართველო ნატოში, ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს და ალიანსს ეხება. სხვა ყველაფერი სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებების შელახვა იქნება. ის, რაც რუსეთმა გააკეთა, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, მიუღებელია. იგივე ეხება უკრაინას: ყირიმის უკანონო ანექსია და დონბასის დესტაბილიზაცია ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს, რომლითაც მშვიდობიან და სტაბილურ მსოფლიოს ვქმნით“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.