ირაკლი ზარქუა: როგორც არასოდეს ისე ვართ მობილიზებულები, რომ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ

ირაკლი ზარქუა: როგორც არასოდეს ისე ვართ მობილიზებულები, რომ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება არ არის.

„400-მდე დელეგატია დღეს მოწვეული, ასევე პოლიტიკური საბჭოს წევრების რაოდენობა გაზრდილია 15-დან 21-მდე. კახი კალაძე თბილისის მერია, გიორგი გახარია ისევ პრემიერია, პარლამენტის თავმჯდომარე - არჩილ თალაკვაძე, ხოლო პარტიის თავმჯდომარედ დღეს იქნება არჩეული ირაკლი კობახიძე. გუნდში არავითარი დაპირისპირება არ არის, პირიქით, როგორც არასოდეს ისე ვართ მობილიზებულები, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

„ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ. პარტიულ ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება.