ორი წლის წინ ამერიკულ მას-მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ქალაქ სიეტლის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2013 წელს ცნობილი მუსიკოსი ჯიმი ჰენდრიქსის სახელობის პარკი გაეხსნა.
ლეგენდარული მუსიკოსი ამ ქალაქის მკვიდრია. ის 1942 წლის 27 ნოემბერს დაიბადა.
პარკი სიეტლის ცენტრში განთავსდება და 10 კვადრატულ კილომეტრზე იქნება გადაჭიმული.
იქ აგრეთვე მოეწყობა ღია საკონცერტო მოედანიც. პროექტს ამ მიზნისათვის სპეციალურად ჩამოყალიბებული ფონდი, აგრეთვე სიეტლის გამწვანებისა და განვითარების დეპარტამენტი ახორციელებს.
ჯიმი ჰენდრიქსმა პირველი სტუდიური ნამუშევარი “Are You Experienced” 1967 წელს ჩაწერა.
სიცოცხლის განმავლობაში კიდევ სამი ალბომის გამოცემა მოასწრო.
მუსიკოსის სიკვდილის შემდეგ მისი შემოქმედების მკვლევარებმა ჰენდრიქსის არქივი საგულდაგულოდ შეისწავლეს და ათი ალბომი გამოუშვეს.
ჯიმი ჰენდრიქსი 1970 წლის 18 სექტემბერს ლონდონში გარდაიცვალა.
ცნობილი გახდა, რომ ჯიმი ჰენდრიქსის სახელობის პარკი მიმდინარე წლის 27 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნება და ის ცნობილი მუსიკოსის დაბადების დღეს დაემთხვევა.