ტოჩინოშინი შოდაის ვერ გაუმკლავდა და საქმე გაირთულა

ტოჩინოშინი შოდაის ვერ გაუმკლავდა და საქმე გაირთულა

ჰაცუ ბაშოზე წარუმატებელ ასპარეზობას აგრძელებს ლევან გორგაძე. ტოჩინოშინი წლის პირველ სუპერტურნირზე ოძეკთან ორთაბრძოლაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა. ქართველი სუმოისტი შოდაის ვერ გაუმკლავდა და იორიკირის ილეთით წააგო.

ჩვენებურმა ძლიერ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა. მათი ურთიერთშეხვედრების მოგება წაგების ბალანსი კი შოდაის სასარგებლოდ 11-7-ზეა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩის იანვრის ბაშოზე 4 მარცხის წილ მხოლოდ 2 მოგება აქვს და იმისთვის, რომ დადებითი ბალანსი გაინაღდოს, დარჩენილი 11 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 6 უნდა მოიგოს.

ლევანის მომდევნო მეტოქე კვლავ ოძეკი ტაკაკეიშო იქნება, რომელიც მიმდინარე ტურნირზე ძალიან ცუდ ფორმაშია (1:5) და იმედია ქართველი მის დამარცხებას მოახერხებს. რაც შეეხება მათ ურთიერთშეხვედრებს - 24 წლის იაპონელს სოლიდური უპირატესობა აქვს - 8 მოგება და მხოლოდ 3 მარცხი.