შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ 25 წლის ამერიკელი მოდელი ჯიჯი ჰადიდი და მისი მეგობარ მამაკაცი 28 წლის ინგლისელი მომღერალი ზეინ მალიკი პირველ შვილის მშობლები გახდნენ. ვარსკვლავური წყვილი გლობალური პანდემიის დროს შემქნილ ვითარებას და თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდს საკუთარი გეგმების ჩამოყალიბებასა და გააზრებაში, ფიზიკურ განტვირთვასა და ცხოვრების ახალი ეტაპისთვის მზადებაში იყენებენ.
ზეინმა 12 იანვარს 28 წლის იუბილე აღნიშნა, ჯიჯიმ დღესასწაულთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა და საყვარელ მამაკაცს დაბადების დღე მიულოცა: "მადლობა, რომ საუკეთესო ქალიშვილის დედა გავხდი, მიყვარხარ და საუკეთესოს გისურვებ."
ამერიკელი მოდელი ხშირად აღნიშნავს, რომ მისი მომავალი შვილის მამასთან ერთად გატარებული წლებით ბედნიერია. ჯიჯი ჰადიდისა და ზეინ მალიკის სიყვარულის ისტორია 2015 წელს დაიწყო, გასული წლების განმავლობაში წყვილი ერთმანეთს რამდენჯერმე დაშორდა, შემდეგ კი კვლავ შერიგდა. შეიძლება ითქვას, რომ მომავალი მშობლები თავდაპირველად ერთმანეთს კარიერული წინსვლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე შეხვდნენ. ჯიჯი ჰადიდის პროფესიული დებიუტი 2014 წელს შედგა, ფართო საზოგადოებამ კი 2016 წელს გაიცნო, როდესაც ბრიტანეთის მოდის საბჭომ ის წლის საერთაშორისო მოდელად დაასახელა. მისი მომავალი შვილის მამა, ზეინ მალიკი მაყურებელმა პირველად 2010 წელს ბრიტანულ მუსიკალურ კონკურსში X Factor-ში იხილა, რომლის შემდეგაც მისი კარიერული საქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ჯგუფი One Direction ჩამოყალიბდა, რომელიც ზეინმა მოგვიანებით, 2015 წელს დატოვა. შემსრულებელი სწორედ ამ პერიოდში სოლო კარიერის წამოწყებაზე მუშაობდა. ჯიჯი და ზეინი სწორედ ამ პერიოდში გადაადგილდებოდნენ ერთსა და იმავე ქალაქებში, ნიუ-იორკსა და ლოს ანჯელესში, ჰყავდათ საერთო მეგობრები, ესწრებოდნენ მსგავს ღონისძიებებს, ამიტომ ერთმანეთთან შეხვედრა ხშირად უწევდათ. მას შემდეგ რაც წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად გაასაჯაროვა, ხშირად სარგებლობენ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული ვარსკვლავური წყვილის სახელით.