გიორგი არაბიძე ვოლგოგრადის „როტორში“ ითამაშებს

გიორგი არაბიძე ვოლგოგრადის „როტორში“ ითამაშებს

გიორგი არაბიძე ვოლგოგრადის „როტორში“ ითამაშებს.

22 წლის ქართველი ფეხბურთელი რუსულ გუნდში 6-თვიანი იჯარით გადავიდა. არაბიძე „როტორში“ მე-5 ქართველი ლეგიონერია. ამ გუნდში ზურიკო დავითაშვილი, საბა კვერკველია, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი თამაშობენ.

„როტორი“ ახალი სეზონისთვის მზადებას 15 იანვრიდან დაიწყებს და გუნდს გიორგი არაბიძე თურქეთის ქალაქ ბელეკში შეურთდება.

2018 წლის ზაფხულში ქართველი შემტევი პორტუგალიურ ნასიონალში გადავიდა (10 მატჩი, 0 გოლი), შემდეგ კი თურქეთის „ადანასპორში“ გაანათხოვრეს, სადაც 7 თამაშში 2 გოლი გაიტანა. 2019 წლის ნოემბერში გიორგიმ მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე გამოტოვა. არაბიძეს ზაფხულში კვლავ „ნასიონალში“ მოუწია დაბრუნება, თუმცა იქ სათამაშო პრაქტიკა აღარ მიუღია. საქართველოს ნაკრებში 2017/18 წლებში არაბიძემ 4 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.