ნაომი კემპბელი კენიის ტურისტულ ელჩად დაინიშნა

ნაომი კემპბელი კენიის ტურისტულ ელჩად დაინიშნა

ბრიტანელი სუპერმოდელი ნაომი კემპბელი კენიის ტურისტულ ელჩად დანიშნეს. ამის შესახებ კენიის ტურიზმის სამინისტრო Twitter-ის გვერდზე იტყობინება.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოსახლეობის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. კენიელთა ნაწილი თვლის, რომ მსგავს პოსტებს კენიაში დაბადებული პირები უნდა იკავებდნენ. მათი აზრით, კემპბელზე მეტად ელჩობას მსახიობი ლიუპიტუ ნიონგო, მოდელი ალიუმა ნასენიანი ან პოლიტიკოსი და აქტივისტი დებრა სანაიპეი იმსახურებდნენ.