პოლ მაკარტნის ახალი პროექტი

პოლ მაკარტნის ახალი პროექტი

ამოცემა“Examiner”-ის ცნობით, პოპულარული მუსიკოსი პოლ მაკარტნი საქველმოქმედო ფონდი “Teenage Cancer Trust”-ისათვის სპეციალურ კონცერტს ჩაატარებს. ამ ღონისძიებიდან შემოსული თანხა ზემოთდასახელებული ორგანიზაციის ანგარიშზე ჩაირიცხება.

მაკარტნის კონცერტი მიმდინარე წლის 29 მარტს, ლონდონის “Royal Albert Hall”-შია დაგეგმილი. 30 მარტს ამავე დარბაზში კონცერტს ჯგუფი “Example”გამართავს, 31 მარტს მაყურებლები“Pulp”-ს იხილავენ, 1 აპრილს მომღერალ ჯესი ჯეის, 2 აპრილს ჯეისონ მანფორდს და 3 აპრილს “Florence + The Machine”-ს. ამ კონცერტებზე დასასწრები ბილეთები 25 გირვანქა სტერლინგი ეღირება.

ფონდი“Teenage Cancer Trust”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ცნობილი ჯგუფი “The Who”-ს დამაარსებელი როჯერ დოლთრია. ორგანიზაცია კიბოთი დაავადებულ ახალგაზრდებსა და უსახლკაროებს ეხმარება. მას რამდენიმე საკუთარი საავადმყოფო გააჩნია, სადაც მატერიალურად გაჭირვებულ ადამიანებს უფასო სამედიცინო დახმარებას უწევენ. ფონდი 20 წლის წინ ჩამოყალიბდა, საქველმოქმედო კონცერტებს კი მე-12-ჯერ ატარებს.

სერ პოლ მაკარტნი ცნობილი ქველმოქმედია. ამ სფეროში აქატიურობის გამო რამდენიმე საპატიო ჯილდოც დაიმსახურა.