რა შემთხვევაში აღდგება 16 იანვრიდან საქალაქო ტრანსპორტის, მაღაზიებისა და ბაზრობების მუშაობა

რა შემთხვევაში აღდგება 16 იანვრიდან საქალაქო ტრანსპორტის, მაღაზიებისა და ბაზრობების მუშაობა

„ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, უწყებათაშორისო საკორდინაციო საბჭო ყოველდღე იკრიბება, მიდის დაკვირვება და ანალიზი ახალი წლის დღეებში გაზრდილი მობილობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე როგორ აისახა. 14-დღიანი ციკლი გავიდა. თუ ეპიდვითარება ნახტომისებურად არ წავიდა, ორ სამ დღეში გაირკვევა მოიხსნება თუ არა შეზღუდვები“, - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას პარლამენტის წევრმა ლადო კახაძემ შეზღუდვების მოხსნსთან დაკავშირებით საუბრისას.

უწყებათაშორისო საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გამკაცრებული ძირითადი შეზღუდვები 16 იანვრამდე რჩება ძალაში. 16 იანვრიდან კი მკაცრი აკრძალვები შეიძლება მოიხსნას. აღდგება მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტის, სავაჭრო ობიექტების, ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა, გარდა შაბათ-კვირისა.

„საბჭო ყოველდღე იკრიბება, ხდება გაანალიზება ახალი წლის დღეებში გაზრდილი მობილობა ეპიდვითარებაზე როგორ აისახა. 14 დღიანი ციკლი გავიდა, ვითარება არ არის საგანგაშო და სისტემაც უძლებს, მაგრამ თუ ეპიდვითარება გამძაფრდა და ნახტომისებურად წავიდა, შეზღუდვები ვერ მოიხსნება. ჩვენ დამშვიდების საფუძველი ჯერ არ გვაქვს. თუ სიტუაცია დასტაბილურდა, მთავრობის გეგმის მიხედვით, ტრანსპორტიც ამოუშავდება და სავაჭრო ობიექტებიც გაიხსნება გარდა შაბათ-კვირისა. მაგრამ ჯერ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის, ეს ორ-სამ დღეში გაირკვევა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლადო კახაძემ.