ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის პიკი ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის პირველ კვირაში გადავიარეთ

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის პიკი ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის პირველ კვირაში გადავიარეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირების მიუხედავად, დამშვიდების საფუძველი არ არსებობს.

მისი თქმით, ინფექცია საქართველოში კვლავ სერიოზულად ცირკულირებს.

„ჩვენ ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის პირველ კვირაში გადავიარეთ პიკი და ამის შემდეგ სტაბილურად, თანდათან ქვემოთ მოდის ახალი შემთხვევების რაოდენობა. თუმცა, ის რაც არის და იგივე დღევანდელი შემთხვევები, 1 143, საკმაოდ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციისკენ არის სიტუაცია, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ინფექცია მაინც სერიოზულად ცირკულირებს ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.