აფხაზეთში იწვიმა, თუმცა ნალექმა ხანძრის კერები ვერ ჩააქრო

აფხაზეთში იწვიმა, თუმცა ნალექმა ხანძრის კერები ვერ ჩააქრო

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსულმა მცირე ნალექმა მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა. ამის შესახებ გაგრის ე.წ. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა დავიდ ბგანბამ განაცხადა.

მისივე თქმით, ტყის მასივი გაგრაში ამ დრომდე იწვის, თუმცა დასახლებულ რაიონებს საფრთხე არ ემუქრება.

ოკუპირებულ რეგიონში გვიან ღამით ხანძრის კიდევ ერთი კერა დაფიქსირდა. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს პრეს-მდივნის, რომან ლამბიას ინფორმაციით, ცეცხლი სოხუმის რაიონში მდებარე სოფელ ეშერას ტყის ზოლს გაუჩნდა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ორი სახანძრო მანქანაა ჩართული. ხანძრის გამო, დაკვამლიანება სოხუმშიც შეინიშნება.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ხანძრის შედეგად დაზიანებული „ფსოუ 220“-ის ელექტროგადამცემი ხაზები აღდგენილია. ავარიის გამო, სოხუმიდან ფსოუმდე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი იყო.

Aburjga Tasmanieli ნუ ღელავთ! რაღაც არასასიამოვნო ელფერი გადაჰკრავს ამ წუხილს! გაწვიმდა იქ, შემდეგი 6 დღე გადაუღებლად იწვიმებს და მერეც სულ წვიმებია მოსალოდნელი. ჩაქრება ის ხანძარი, დაწყნარდით!
4 წლის უკან