თამარ კიკნაძე: „ევროპელი სოციალისტების“ დაფუძნება იძლევა საშუალებას, პოლიტიკური პროცესები არ ამოვარდეს კონსტიტუციური სამართლებრივი ჩარჩოდან

თამარ კიკნაძე: „ევროპელი სოციალისტების“ დაფუძნება იძლევა საშუალებას, პოლიტიკური პროცესები არ ამოვარდეს კონსტიტუციური სამართლებრივი ჩარჩოდან

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრი თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ მათი პარტიის დაფუძნება იძლევა საშუალებას, პოლიტიკური პროცესები არ ამოვარდეს კონსტიტუციური სამართლებრივი ჩარჩოდან. ამის შესახებ მან პარტიის სადამფუძნებლო ყრილობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს საქართველოში რამდენიმე ასეული პოლიტიკური პარტიაა, უკვე სახელების გამოგონებაც ძალიან რთულია. დღევანდელ დღეს პარტიის დაფუძნება, რომელშიც, პანდემიის პირობებში, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილია წარმოდგენილი, იმის დასტურია, რომ მოსახლეობის ნაწილი ძალიან დადებითად შეხვდა ამ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას და რაც მთავარია, პარლამენტში შესვლას.

ეს იძლევა საშუალებას, პოლიტიკური პროცესები არ ამოვარდეს კონსტიტუციური სამართლებრივი ჩარჩოდან და გაგრძელდეს ჩვეულებრივ ჩარჩოში; იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ თავიდან ავიცილებთ დესტრუქციულ ქმედებას“, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, თამარ კიკნაძემ.

Ninja არ ვიცოდი, თუ ქალბატონი თამარი ამ პარტიაში იყო. ჩემი პატივისცემა მას.
4 წლის უკან