Reuters - რადარებიდან გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები, მეთევზეებმა, სავარაუდოდ, ზღვაში აღმოაჩინეს

Reuters - რადარებიდან გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები, მეთევზეებმა, სავარაუდოდ, ზღვაში აღმოაჩინეს

რადარებიდან გაუჩინარებული ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები მეთევზეებმა, სავარაუდოდ, ჯაკარტას ჩრდილოეთით ზღვაში აღმოაჩინეს, -ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

”წყალში რამდენიმე კაბელი და ლითონის ნაჭრები აღმოვაჩინეთ”, - განაცხადა ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში.

მისივე თქმით, სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, „ბოინგ 737-500“, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, რა დროსაც მასთან სიგნალი დაიკარგა.