9 იანვარს პარტია „ევროპელი სოციალისტების“ სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართება. პარტიას „პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში შესული დეპუტატები აფუძნებენ.
საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებისთვის დეპუტატის უფლებამოსილების საკითხს კენჭი უყარა. რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა სამივე დეპუტატის ადგილმონაცვლე დაამტკიცა. ირმა ინაშვილის - ადგილმონაცვლეა გელა მიქაძე; გიორგი ლომიას ადგილმონაცვლეა - ფრიდონ ინჯია; გოჩა თევდორაძის - ადგილმონაცველა დავით ზილფიმიანი.