ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში კოვიდსტატისტიკა დადებითია და ეს იმ შეზღუდვების შედეგია, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, გაგრძელდება თუ არა შეზღუდვები, ეს დამოკიდებულია მომდევნო ორი კვირის კოვიდსტატისტიკაზე.
„დღევანდელი კოვიდსტატისტიკა სტაბილურადაა შენარჩუნებული. 7 დღის ეფექტს ჯერ კიდევ ველოდებით და ვვარაუდობთ, რომ 10-დან 15-რიცხვამდე ჩვენ დავინახავთ რამდენად ეფექტურად შევძელით დაგვეცვა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფდა ინფექციის არგავრცელებას სავაჭრო ქსელში.
ეპიდემიოლოგების მხრიდან არის მოლოდინი, რომ ინფიცირებულთა უმნიშვნელო ზრდა იქნება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თებერვალში ელოდებიან, საქართველოსთვის კოვაქსპლათფორმიდან გარკვეული ვაქცინაციის მოცულობას, რომელიც გადანაწილდება იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლისთვისაც ვირუსის გავრცელება ყველაზე მეტად რისკის შემცველია.
2 იანვრის შემდეგ სავაჭრო მოლები და სხვა ობიექტები ისევ დაიხურა.
3 იანვრიდან 15 იანვრამდე ქვეყანაში უქმეები გამოცხადდა.