გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 იანვარს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღის საათებში +13, +18 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოშიც უნალექო, მაგრამ შედარებით ცივი და ზოგან ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება.