ქალბატონი ნინო ანანიაშვილი დიდი ბალერინაა, მაგრამ როგორც ჩანს, ასევე დიდი და საღად მოაზროვნე მოქალაქე ვერ აღმოჩნდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, ნინო ანანიაშვილი ისეთი საღად მოაზროვნე მოქალაქე არ არის, როგორი დიდი ხელოვანიცა.
„ქალბატონი ნინო დიდი ბალერინაა, მაგრამ როგორც ჩანს, ასევე დიდი და საღად მოაზროვნე მოქალაქე ვერ აღმოჩნდა. ეს სამწუხარო ფაქტია, მითუმეტეს, რომ ნოვოსიბირსკის თეატრის არ არის პირველი რანგის თეატრი“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს.