გიორგი ხელაშვილი: როგორც სააკაშვილისთვის, ასევე ქართველი ხალხისთვის იყო კარგი, რომ მან ნებით, მართალია აიძულეს, თუმცა მაინც ძალაუფლება დათმო

გიორგი ხელაშვილი: როგორც სააკაშვილისთვის, ასევე ქართველი ხალხისთვის იყო კარგი, რომ მან ნებით, მართალია აიძულეს, თუმცა მაინც ძალაუფლება დათმო

ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ძალაუფლებას არ დათმობდა, მათთვის ვინც მას იცნობს ეს ცხადი იყო, უბრალოდ საქართველოში მოვლენები ძალიან ცუდი მიმართულებით წავიდოდა, მან როგორც იცით ძალაუფლება არაკონსტიტუციური გზებით მოიპოვა და სავარაუდოდ, ასევე არაკონსტიტუციური გზებით მოუწევდა წასვლა ადრე, თუ გვიან. ეს როგორც მისთვის, ასევე ქართველი ხალხისთვისაც იყო კარგი, რომ მან ნებით, მართალია აიძულეს, თუმცა მაინც დათმო ძალაუფლება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ხელაშვილი სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას.

„ჩვენ არაოფიციალურად ვიცოდით, რომ აშშ-ის როლი საქართველოში, დემოკრატიული ტრანზიციის საკითხში იყო ძალიან დიდი და ისინი დაინტერესებულები იყვნენ იმით, რომ საქართველო დემოკრატიულ ქვეყანად ქცეულიყო 2012 წელს და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და სააკაშვილს მუდმივად ესაუბრებოდნენ ამის თაობაზე. ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ძალაუფლებას არ დათმობდა, მათთვის ვინც მას იცნობს ეს ცხადი იყო, უბრალოდ საქართველოში მოვლენები ძალიან ცუდი მიმართულებით წავიდოდა, მან როგორც იცით ძალაუფლება არაკონსტიტუციური გზებით მოიპოვა და სავარაუდოდ, ასევე არაკონსტიტუციური გზებით მოუწევდა წასვლა ადრე, თუ გვიან. ეს როგორც მისთვის, ასევე ქართველი ხალხისთვისაც იყო კარგი, რომ მან ნებით, მართალია აიძულეს, თუმცა მაინც დათმო ძალაუფლება“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინი, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების კონტექსტში, საქართველოზე ისაუბრა და მაგალითად 2012 წლის არჩევნები მოიყვანა. მან მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი გაიხსენა და განმარტა, რომ არჩევნების მეორე დღეს ექსპრეზიდენტი დაარწმუნეს და ხელისუფლებაში დარჩენა გადააფიქრებინეს. ჯინ შაჰინი თქმით, ეს იყო ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა იმ პირზე, რომელიც ამომრჩეველმა აირჩია.