ნინო ანანიაშვილი არის უდიდესი ხელოვანი და ქართველი ერის სიამაყე. ის არ არის პოლიტიკოსი, ამიტომ მე მის გადაწყვეტილებას არ მივცემდი პოლიტიკურ შეფასებას, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ხელაშვილი ნინო ანანიაშვილის ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნას.
„აქ უფრო საინტერესოა მისი მეუღლის, გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკური პატიოსნების საკითხი, რომელიც აპირებდა საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყო. უცებ ეს ადამიანი, სავარაუდოდ, აპირებს, რომ გადასახლდეს ჩვენს მთავარ მტერ ქვეყანაში. კიდევ გაიგებდა ადამიანი მოსკოვს ან ლენინგრადს, ნოვოსიბირსკი ნამეტანია“, - განაცხადა გიორგი.