"კარტოგრაფების საქმეში" სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის პასუხს "ტვ პირველი" ავრცელებს:
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა სადაო, 1938 წლის რუკის სანდოობას ისევ ეჭვქვეშ აყენებს, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ იმ შემთხვევაში თუ კომისია, ამ კონკრეტული რუკის მიხედვით იმუშავებდა, წითელი ხიდი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის ფარგლებშია, მეზობელი აზერბაიჯანის საზღვრებში მოექცეოდა.
კარტოგრაფების ადვოკატების განმარტებით, "დაკავებულებს ერთი ხელით ედავებიან იმას, რომ თითქოს მათ დავით გარეჯი გადასცეს აზრებაიჯანულ მხარეს, მაშინ როცა მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა და მეორე ხელით, წითელ ხიდს უთმობენ აზერბაიჯანულ მხარეს. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ამ საქმის გაუაზრებელ წარმოებას."