პატრიარქი:  გილოცავთ შობის დღესასწაულს, ღმერთმა დიდი მადლი გაგატანოთ ამ ტაძრიდან

პატრიარქი: გილოცავთ შობის დღესასწაულს, ღმერთმა დიდი მადლი გაგატანოთ ამ ტაძრიდან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ილია მეორემ მრევლს მიმართა.

„გილოცავთ შობის დღესასწაულს, ღმერთმა დიდი მადლი გაგატანოთ ამ ტაძრიდან. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ, საქართველო და მთელი მსოფლიო“, - ბრძანა პატრიარქმა.