ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა

ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა.

საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია.

როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ,   „წელს ეს ჯილდო, მათ შორის იმ ადამიანებს გადაეცათ,  რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს“.

საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d’honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა.

amo ეხ მაკრონ, მაკრონ როგორ ჩაიჭერი სააკაშვილის, ბოკერიასა და გვახარიას თვალში.
4 წლის უკან
Ninja მაკრონ, კიდევ შენი ნავთის დასხმა უნდოდათ ნაცებს გახურებულ თავებზე? ??
4 წლის უკან
Lolo47 ვულოცავ სულით და გულით! ეს დიდი პატივია!
4 წლის უკან
Maverick დიდი სიამოვნებით, კეთილი სურვილებით ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლეს და ღირსულ ჯილდოს, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულის მინიჭებას!
4 წლის უკან