ჩვენ რეალურად პარლამენტში ველოდებით ყველა იმ პარტიას, ვისაც არ სურს დესტრუქციულ სცენარში მონაწილეობა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„შესაბამისად, ბევრი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი უკვე ამბობს, რომ მათთვის მთავარია შეთანხმების მიღწევა, რადგან ასეთი კომპრომისის მზაობა უკვე გამოჩნდა ოპოზიციური ძალებიდან. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პარტიების უდიდესი უმრავლესობა შემოვა პარლამენტში. იმიტომ, რომ შეთანხმება, რომელიც საარჩევნო რეფორმას და სხვა მიმართულებებს მიღწევადია. აქ მთავარია მზაობა ოპოზიციური პარტიებიდან. უკანასკნელმა განცხადებებმა აჩვენა, რომ ჯანსაღი ნაწილი ემიჯნება დესტრუქციულ სცენარს და შესაბამისად, მათ ველოდებით პარლამენტში“, - განაცხადა სამხარაძემ.
გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა რამდენიმე პარტიას პარლამენტში ელოდება.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი.