ოპოზიციის წარმომადგენლებმა ძალინ კარგად იციან ჩვენთვის რა არის მიუღებელი, რა არის წითელი ხაზი, რომელსაც არ გადავალთ - რიგგარეშე არჩევნების თემა არ განიხილება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა „ქრონიკაში" განაცხადა.
„ოპოზიციის რიგებში ბევრი წარმომადგენელია, რომლებსაც სურვილი აქვთ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღონ, თუმცა ფაქტია, რომ ისინი ზეწოლის ქვეშ არიან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" და „ევროპული საქართველოს" მხრიდან არის", - განაცხადა გიორგი კახიანმა.