ლოპესის ყოფილი მეუღლე, ოჯანი ნოა თავისი და ჯენიფერის გულახდილი ვიდეოს გავრცელებით იმუქრება. 21 საათიანი ვიდეოს შინაარსი სექსს არ შეიცავს, თუმცა, შიშველი ლოპესის ხილვა ბევრის გულსაც გაახარებს.
ეს ოჯანისა და ჯეი ლოს პირველი დავა არ არის. 2007 წელს ჯენიფერმა მას სასამართლოში უჩივლა. ნოას აუკრძალეს მისი და ლოპესის ერთობლივი თანაცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნება და ჯარიმის გადახდაც დააკისრეს.
თუმცა, 2009 წელს ჯენიფერმა ისევ იჩივლა სასამართლოში და განაცხადა, რომ ოჯანი პირობას არღვევდა - ის აპირებდა გადაეღო ფილმი სახელად ”როგორ დავქორწინდი ჯენიფერ ლოპესზე. ჯეი ლოსა და ოჯანი ნოას ისტორია” .
ოჯანი კვლავ გააქტიურდა და გადაწყვიტა ყოფილი მეორე ნახევარის ნერვებზე თამაში გააგრძელოს. ნოა ახლა 21-საათიანი ვიდეოს გაყიდვით იმუქრება.
ჯეი ლოს კი ისღა დარჩენია, კიდევ ერთხელ მიმართოს სასამართლოს - იმიჯი სახუმარო თემა სულაც არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როცა საერთაშორისო დონის მომღერალი და ტყუპების დედა ხარ.
Musicbox