ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტია შემოვიდა პარლამენტში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მეათე მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი, სადაც არც ერთი ღიად პრორუსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი. ეს პროცესი უდნა გაგრძელდეს და პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ღიად ანტიდასავლურები. ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება აუცილებლად“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებისთვის დეპუტატის უფლებამოსილების საკითხს კენჭი უყარა. რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა სამივე დეპუტატის ადგილმონაცვლე დაამტკიცა.
ირმა ინაშვილის - ადგილმონაცვლეა გელა მიქაძე; გიორგი ლომიას ადგილმონაცვლეა - ფრიდონ ინჯია; გოჩა თევდორაძის - ადგილმონაცველა დავით ზილფიმიანი