ბოლო სამი წლის განმავლობაში, ამერიკული გამოცემა „People” საკუთარ მკითხველებს შორის ერთ საინტერესო გამოკითხვას ატარებს.
ამ ჟურნალის თაყვანისმცემლები ავლენენ „ყველაზე სექსუალური კინომსახიობის“ ვინაობას.
ორი წლის წინ ამ გამოკითხვაში ავსტრალიელმა ჰიუ ჯეკმენმა იმარჯვა. გასულ წელს პირველობა უბერებელმა ჯორჯ კლუნიმ მოიპოვა.
ჰიუ ჯეკმენმა კლუნის სრულფასოვანი რევანში აუღო და ერთგვარი დუბლი შეასრულა.
ჟურნალის მიერ ჩატარებულ ახალ ინტერაქტივში ბატონმა ჰიუმ კვლავ პირველობა მოიპოვა.
მან დიდი უპირატესობით გაუსწრო კოლეგებს, ჯორჯ კლუნის, ჯონი დეპსა და ბრედ პიტს.
44 წლის ავსტრალიელმა მსოფლიოში თითქმის ყველა ქალის გული მოინადირა არა მარტო თავისი მიმზიდველი გარეგნობით, არამედ იდეალური მეოჯახის სახელითაც.
ჰიუ ჯეკმენი უკვე 16 წელია ერთ ქალთან ცხოვრობს. მისი მეუღლე, მსახიობი დებორა ლი ქმარზე 13 წლით უფროსია.