„ზუსტად ეს არის ბოლშევიკური სტილი, რასაც უმცირესობა სჩადის უმრავლესობის მიმართ“

„ზუსტად ეს არის ბოლშევიკური სტილი, რასაც უმცირესობა სჩადის უმრავლესობის მიმართ“

ვინ არის წლის ადამიანი, წლის კრიმინალი და წლის პოლიტიკოსი და რა იყო 2020 წელს საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, ამის შესახებ for.ge- ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.

ყველა ადამიანის გემოვნება განსხვავებულია და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 2020 წლის ადამიანად ზოგს ბადრი ესებუა მიაჩნია, ზოგიერთმა მარკეტინგული დატვირთვაც მისცა მის სახელს და წინასაახალწლოდ გასაყიდ სათამაშო ხელყუმბარებს „ესებუები“ წააწერა. თქვენი აზრით, ვინ შეიძლება დასახელდეს 2020-ის გამორჩეულ პიროვნებად?

- ბადრი ესებუას ნამოქმედარი არის 21-ე საუკუნის ყველაზე გახმაურებული კრიმინალური შემთხვევა, რაც განსაკუთრებული უტიფრობითაა ჩადენილი. განსაკუთრებულად საშიში იყო ეს ქმედება და, რაც მთავარია, ჯერჯერობით დაუსჯელი დარჩა.

ხალხის ნაწილი შესაძლოა, მასში დათა თუთაშხიას, ან კაკო ყაჩაღის ტიპაჟს ხედავს. მისი სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებამაც თავისებური ეფექტი მოახდინა, რომ ესებუას თურმე წინაპრების სამკვიდროს გაყიდვას უპირებდნენ.

- დათა თუთაშხიასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს, ეს ტიპური კრიმინალია, მაგრამ ყველა დროში კრიმინალებს ჰქონდათ გარკვეული მიზიდულობა. ამერიკის მაგალითზე თუ ვიტყვით, კლაიდი იყო პოპულარული, ბანკებს რომ ძარცვავდა.

ინგლისელების საყვარელ გმირად დღემდე რჩება რობინ ჰუდი

- რობინ ჰუდი სამართლიანობისთვის იბრძოდა, როგორც ჩვენი არსენა ყაჩაღი. კრიმინალს აქვს გარკვეული შარმი, მითებში ხვევს ადამიანებს. ესებუას მითოლოგიზება კი არ გამოდის, ის მაინც ჩვენი თანამედროვეა, ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა. რაც შეეხება ესებუას შესახებ ჩანაწერის გავრცელებას, არსენასაც თუ შევადარებთ, დაახლოებით ასე იყო, ქალი წაართვა ბატონმა და ამის შემდეგ გახდა ყაჩაღი. ყველა დროს ჰყავდა ასეთი ხალხი, პოპულარულები იყვნენ, რადგან რეჟიმს ებრძოდნენ. ხარება და გოგია იყვნენ ტიპური ყაჩაღები, მაგრამ მითოლოგიამ ისინი სამართლიანობისთვის ბრძოლას დაუკავშირა. ისინი პოპულარულნი გახდნენ, რადგან რეჟიმს ებრძოდნენ, ესებუას მათთან შედარებაც არ შეიძლება, დღეს არ არის ის რეჟიმი, რომელსაც უნდა ებრძოლო. უბრალოდ, ესებუას პოპულარობა უნდა აიხსნას განსაკუთრებულობით, არავითარი კავშირი ამას სამართლიანობასთან ან რაღაც გაგებით სიკეთესთან არ აქვს.

შეიძლება, ხალხს წყნარი ცხოვრება მობეზრდა, სტაგნაციას რომ ვეძახით?

- კარგი ცხოვრება სად არის? ფული რომ გვაკლია, ეს გასაგებია, ღარიბად რომ ვცხოვრობთ, ესეც არაა გასაკვირი, მაგრამ სანახაობა, იცოცხლე, იმდენია. სანახაობა საკმარისზე მეტია. ტელევიზორი რომ ჩართოთ, სულ არაფერი რომ არ ხდებოდეს, შეიძლება, ისე მოგაჩვენონ ვითარება, გაგიჟდეს კაცი. ამიტომ ესებუას შესახებ შეიძლება ვთქვათ, რომ ის იყო წლის კრიმინალი.

წლის პოლიტიკოსი თქვენთვის ვინაა?

- წლის პოლიტიკოსი უდავოდ გიორგი გახარიაა. ეს აშკარაა, დღესაც ვუსმენდი და იშვიათად მინახავს მასზე უფრო ადეკვატური პიროვნება, ზედმეტს არაფერს იტყვის, ამბობს იმას, რასაც აკეთებს და აკეთებს იმიტომ, რომ საჭიროა, რაციონალობით გამოირჩევა, რამდენიმე თავით აღემატება ოპოზიციას ჯამში. მისი თანაზიარი ფიგურა ოპოზიციას არ ჰყავს და არც ეყოლება, რაც ძალიან ცუდია. საქართველოს პოლიტიკოსთა ნაკრები რომ წარმოვიდგინოთ, იმ ნაკრების ნაკრებია გახარია. ამიტომ მას წლის უალტერნატივო პოლიტიკოსად მივიჩნევდი.

წლის მოვლენად რას მიიჩნევთ?

- ბუნებრივია, პანდემიას. თანაც, ეს ერთი დღე კი არ ყოფილა, მთელი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მთელ მსოფლიოში. როგორც ესებუას დანაშაული იყო საუკუნის კრიმინალი, ასევე, პანდემია იყო საუკუნის მოვლენა.

პანდემია საუკუნის მოვლენაა თუნდაც იმ მხრივ, რომ პოლიტიკურ პანდემიად იქცა და, როგორც ამბობენ, პოლიტიკოსები მას საუკეთესოდ იყენებენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც.

- ასე ყველაფრის გამოყენება შეიძლება, მაგრამ, თუ ვინმე იყენებს კორონავირუსს, ეს შეიძლება იყოს ოპოზიცია. პირველ რიგში, ნაცები იყვნენ და არიან დღესაც პანდემიის მხარეს და პანდემიით შექმნილ კრიზისს მთავრობაზე შეტევისთვის იყენებენ. მთავრობა პანდემიას კი არ იყენებს, არამედ წარმატებით რომ ებრძვის მას, ასეთი „გამოყენება“ ალალია. თუ კარგად უმკლავდები პანდემიას, ეს შენს რეიტინგზე აისახება.

ზუსტად წლის ბოლოს მოგვაყარეს დენის, წყლის ტარიფების გაძვირება. ეს მთავრობის რეიტინგს არ დასცემს?

- გასაგებია, ტარიფები გაძვირდა, მაგრამ, რამდენადაც შეეძლოთ, ეს გაძვირება შეარბილეს, რომ მოსახლეობას მეტი დარტყმა არ მიეღო. ტარიფების გაძვირება ობიექტური რეალობაა, უბრალოდ, შეუძლებელი იყო არსებული ტარიფების იმ მოცემულობით შენარჩუნება. რეალური საშიშროება იყო, დენის მიწოდებისას შეფერხება შექმნილიყო. ჩვენ არ გვინდა მეცხრე ბლოკები და გრაფიკები.

ალბათ, გასული წელი ერთ-ერთი დასამახსოვრებელი იყო პოლიტიკური კრიზისის თვალსაზრისითაც.

- დიახ, კრიზისული იყო. პანდემიას თუ არ ჩავთვლით წლის მოვლენად და სუფთა პოლიტიკურ ჭრილში შევხედავთ მოვლენებს, რასაკვირველია, არჩევნების შედეგი გახლდათ ის, რომ მან დაგვანახა პარტიულ-პოლიტიკური სისტემის უუნარობა, კრახი. როგორი მდგომარეობა მივიღეთ? მთელი ოპოზიცია და არა რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური პარტია აღმოჩნდა უუნარო იმაში, რომ აესახა მოსახლეობის ინტერესი, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ წარმომადგენლობით დემოკრატიას დაუწყო საბოტაჟი. ეს აჩვენებს, რომ პარტიულ-პოლიტიკური სისტემა მძიმე მდგომარეობაშია. ეს უკვე კრიზისიც არ არის, კრიზისი იყო მანამდე, ეს არის კრახი. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ამ პარტიულ- პოლიტიკური სისტემის გამო მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ჩვენი ინტერესები გამოვხატოთ პოლიტიკაში. ვისაც მივეცით მანდატი, მათმა დიდმა ნაწილმა ეს ხმები დაგვაკარგვინა, რაკი პარლამენტში არ შედიან. ასეთი პარტიულ-პოლიტიკური სისტემა ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს, პარტიების განვითარებისთვის კონკურენცია ჰაერივით აუცილებელია. პარტიებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი ერთმანეთის მტრები კი არა, პარტნიორები არიან.

პარტიულ-პოლიტიკური კრიზისის გამოძახილია, რაც ბოლო დროს პარტიებში ხდება - ელენე ხოშტარიას წასვლა პარტიიდან, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წასვლა საკუთარი პარტიიდან? ანუ დამოუკიდებელ ბრძოლაში მეტი შესაძლებლობაა?

- რასაკვირველია, ეს პარტიულ-პოლიტიკური კრიზისის გამოხატულებაა. ამდენ ხანს გველაპარაკებოდა ოპოზიცია კოალიციურობაზე, მაგრამ პარტიებმა კოალიციურობა საქმეში ვერ აჩვენეს, ვერ ითანამშრომლეს იმდენად, რომ „ქართული ოცნება“ დაემარცხებინათ. მათ მორალურ-ზნეობრივ კატეგორიებზე რომ არ ვილაპარაკოთ, შედეგი აჩვენებს, რომ მათ ვერ შეძლეს იმ ინტერესების წარდგენა, რაც ამომრჩევლებმა დააკისრეს. ამომრჩევლის დიდი ნაწილი „ოცნებას“ ეუბნებოდა, რომ თქვენი ხელისუფლება უნდა შეიზღუდოს და ოპოზიციას უნდა ჰქონდეს უფრო მეტი წარმომადგენლობა პარლამენტში. წარმოიდგინეთ, რა მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ამომრჩევლის ეს შეკვეთა მთლიანმა ოპოზიციურმა სპექტრმა წყალში გადაყარა. ეს არის იგნორირება საკუთარი ამომრჩევლის, საკუთარი ხალხის, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ „ოცნების“ მხარდამჭერებს ისინი საერთოდ ადამიანებად არ გვთვლიან. თითქოს არც ვყოფილვართ, მილიონამდე ქართველი, რომელმაც „ოცნებას“ დაუჭირა მხარი, თითქოს არ არსებობს. საინტერესოა, რას გვიპირებენ ეგენი, ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ? ცხადია, იმას, რაც ერთხელ უკვე გააკეთეს - ჩარეცხვას. ჩვენ მათთვის ზედმეტი ადამიანები ვართ, სათვალავშიც არ გვაგდებენ.

პარტიებიდან ლიდერების გადინების „მოდა“ ისევ შენარჩუნდება და გრიგოლ ვაშაძის, ელენე ხოშტარიას, ზურა გირჩი ჯაფარიძის გზას ისევ დაადგებიან?

- ამ პროცესს კარგად დანახვა სჭირდება. ფაქტია, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი ამას აცნობიერებს, მაგალითად, გიორგი ვაშაძე იძახის, ჩვენ აღარ გვინდა არც „ქოცები“, არც ნაცები, ჩვენ გვინდა რაღაც სხვა, მესამე ძალა. ეს რაღაც სხვა ტერენტი გრანელს მაგონებს, ისიც ამბობდა, „არა სიკვდილი, არა სიცოცხლე, არამედ რაღაც სხვა“, ასეა გიორგი ვაშაძეც, პოეზიაში ეს კარგია, მაგრამ შეუძლებელი და წარმოუდგენელია ამ ვითარებაში რაღაც მესამე ძალაზე ლაპარაკი, საჭიროა მთლიანად პარტიულ-პოლიტიკური სისტემის ცვლილება, რომელ მესამე ძალაზეა საუბარი, როცა არ ვიცით, მეორე ძალაც კი ვინ არის? მე რასაც ვხედავ, პოლიტიკური პარტიის ფორმა, ასე თუ ისე, „ქართულ ოცნებას“ გააჩნია, თუმცა ეს არ არის იდეალური და საუკეთესო. ყველა სხვა დანარჩენი პარტია ასეთად იწოდება მხოლოდ პირობითად. ჯერ ერთი, როგორ შეიძლება, უტიფრობის წარმოუდგენელი მასშტაბია, რომ კაცი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და მსჯავრდებულია, ვგულისხმობ სააკაშვილს, მისი მთავარი საარჩევნო მიზანი იყო პრემიერ-მინისტრად გახდომა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა.

ისე, ნიკა მელიაც სააკაშვილის ტიპაჟია. რაიმე უკეთესი შეიძლება ელოდოს მის პარტიას მის ხელში?

- ზუსტად ეს არის მართვის ბოლშევიკური სტილი. სხვათა შორის, ეს საზღვარგარეთიდანაც დაინახეს, რომ უმცირესობის მხრიდან ასეთი ქცევა უმრავლესობის მიმართ მხოლოდ და მხოლოდ ბოლშევიკებს ახასიათებდათ. შეგვიძლია, ასეთი შედარებაც მოვიყვანოთ, თუკი სააკაშვილი არის ნაცების ლენინი, ნიკა მელია ნაცების სტალინია.

მაგრამ სტალინი განათლებული იყო.

- ყველაფერი შედარებითია, ასე, სააკაშვილიც არ არის ლენინი. სააკაშვილს ლენინამდე ბევრი უკლია, მიუხედავად იმისა, რომ ლენინი იყო განსახიერებული ეშმაკი. ნიკა მელია იყო პირველი, რომელმაც ჩაიდინა „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმე. მარტო „ქართუ“ არ იყო, სხვა საქმეებიც იყო, მათ საკანონმდებლო დონეზე ჩაატარეს ოპერაცია, რომ „ქართუს“ დაეკარგა აქტივები. აღსრულების ბიუროში რა უკანონობებსაც აკეთებდა ნიკა მელია, ეგ კიდევ ცალკე თემაა. ასე რომ, მელია უყოყმანოდ ხელის მომწერია ყველანაირ მიუღებელ მეთოდზე, რაც კი შეიძლება პოლიტიკაში გამოიყენო. როცა აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი იყო, სადამსჯელო ოპერაციებს ატარებდა. ამას თავი დავანებოთ, რაც სულ ახლახანს ვნახეთ, ეს იყო პარლამენტზე შტურმი. რაც არ უნდა იძახონ, ეს არაფერიაო, როგორ არ არის, კაცო, როცა ეს იყო ღია მოწოდება და ღია ორგანიზება ხელისუფლების ძალადობით შეცვლისთვის. მე ამაში ვერავინ გადამარწმუნებს, რომ ასე არ იყო. უბრალოდ, ჩვენი სამართალი მას ადრე თუ გვიან დაეწევა. სამართალი არ არის იმდენად თავხედი და უტიფარი, რომ პროცედურებს ყურადღება არ მიაქციოს, მელია დაიჭიროს და ბორკილები დაადოს, დრო სჭირდება ამას და იქამდე მივა ეს ყველაფერი. ასე რომ, ნაცებს ჰყავთ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ღიად მიუთითებდა ხელისუფლების დამხობისკენ, ამბოხებისკენ.

გრიგოლ ვაშაძის დონე სანატრელი ექნება ნიკა მელიას პარტიას?

- რაც არის ეს პარტია, ის არის. ისინი ფუნდამენტურად არიან ექსტრემისტები, კლასიკური ექსტრემიზმია, რასაც ისინი აკეთებენ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ტერორისტები არ არიან.

DDDzia სიტყვა ბოლშევიკის საფუძველი არია "ბოლშე" - ანუ მეტი.
იყვნენ კიდევ "მენშევიკები", ანუ მცირენი.
და როგორ იქნებოდა, რომ მცირე ბოლშევიკები უკარნახებდნენ უმრავლესობა მენშევიკებს?
რომელი მეტია?
და რომელი შეცდომა დაუშვეს ბოლშევიკებმა როგორც ხელისუფლების აღებისას, მისი შენარჩუნებისას და სახელმწიფოს მართვისას?
არც ერთი.
და დორბლიანის შედარება ლენინთან, ტროცკისთან , კამენევთან ან ნებისმიერ ბოლშევიკთან, რბოლად რომ ვთქვათ არასერიოზულია.
2 კვირის უკან
კ ა ხ ე ლ ი ძია, მშვენივრად ვიცი, რა არის სიტყვა "ბოლშევიკის" საფუძველი, მაგრამ "ბოლშევიზმის" როგორც პოლიტიკური ექსტრემიზმის საფუძველია უმცირესობის ამბოხი და მათ მიერ უმრავლესობის სრული იგნორირება. რუსეტის სოციალ-დემოკრატიაში ექსტრემიზმმა გაიმარჯვა პარტიის მეორე ყრილობაზე და მას ბოლშევიზმი ეწოდა. შენს მიერ ჩამოთვლი ბოლშევიკები სწორედ იმითი იყვნენ გამორცეულნი, რიტაც ახლა ნაცები იწონებენ თავს: მათთვის არავინ და არაფერი არ არის ანგარიშგასაწევი, გარდა საკუტარი დილიხორისა, რასაც ისინი პროლეტარიატის, ხოლო ესენი კი "ახალი ქართველების" ე.ი. ჯორჯიან-ლიბერასტების, ინტერესებს უწოდებენ. :)
2 კვირის უკან
DDDzia კახელო ავტორო, ეჭვი არ მეპარება, რომ იცი რას ნიშნავს ბოლშე-მენშე, მაგრამ "უმცირესობის ამბოხი ...უმრავლესობის სრული იგნორირება" ეს თანამედროვე, კაპიტალისტურ-ლიბერასტული ტრაქტოვკაა, და საერთო არაფერი აქვს არც "გირჩთან", არც დორბლიანთან და არც სხვა ტიპის, ამათთან მიკედლებულ ნაძირლებთან, რომლებსაც ქვეყნის და ხალხის გაყვლეფა-დაღლეტვა-დაყაჩაღებაში ბადალი არ ყოლიათ და თეთრ ტერორზე ნაკლები არ ჩაუდენიათ ქვეყანაში.
ეს კაპიტალისტ-ლიბერასტებს აქვთ ელეთ-მელეთი ბოლშევიკების და სოციალიზმის ხსენებისას.
ასე, რომ შენი ნახსენები შედარება არა მარტო უადგილო, არამედ არც მთლად პროფესიულია ანალიტიკოსისთვის.
2 კვირის უკან
ზაზა ხარდიაშვილო მოგიტყან მძინარაშვილის დედის მუტელი
2 კვირის უკან
MCL ნაცისტების და ევრონაცისტების ადგილი პარლამენტში არ არის. ისინი უნდა გასამართლდნენ ტრიბუნალის მიერ, როგორც ქართველი ერის გენოციდის მომწყობნი. ამის შემდეგ ისინი უნდა სამუდამოდ გამოკეტონ ციხეში.

სააკაშვილი არის უდიდესი ბოროტება, რაც კი ყოფილა საქართველოს წინააღმდეგ ოდესმე. ნიკა მელია სტალინი არ არის, ნიკა მელია არის ბერია, რომელიც იყო ღორი.
2 კვირის უკან
trampi ადრე აქ ვიკითხე ......... ეს მდინარაძე კობახიძე თალაკვაძე ზარდიაშვილი და კიდევ მაგათი სხვა ძმები....... ესეთი პირწავარდნილი კომსომოლები საიდან არიან, მაგათ ხომ კომსომოლები თვალითაც არ უნახავთ, ეგეთი შშშშათლხები როგორ, ან საიდან არიან --მეთქი.....მიკვირდა
მერე ერთმა აქაურმა ჩვენებურმა მიპასუხა(ან ძიამ ან ამო-მ ... არ მახსოვს) ...მაგათთანა ადამიანებს არ სჭირდება ,,კომსომოლობის შშკოლის,, გავლა .... კომსომოლობა ეს ადამიანის სულიერი მდგომარეობააო...
.მართალია ..... ,,ნამდვილი,, კომსომოლობა ეს ადამიანის სულიერი მდგომარეობაა..... თორემ ისე კომსომოლებშიიიიი...... ბევრი ძალიან,.. კარგზე კარგი ადამიანი იყო( ჩამოთვლა არაა საჭირო ისედაც ყველას კარგად გვახსოვს ისინი).........წყობა იყო ისეთი კომსომოლური, თორემ იმათ სინამდვილში
კომსომოლობასთან არანაირი ( ანუ სულიერი) კავშირი არა ჰქონდათ. მართლა კომსომოლები*(ჩათლახები) ცოტანი იყვნენ, ერთეულები(მაქს 5-10%) მაგრამ ძააან ძაან ვერაგები და ჩათლახები ...აი პავლიკ მოროზოვების ღირსეული ჩამომავლები ...
ხოოო მართლა ......პავლიკ მოროზოვები უკვე ამერიკაშიც გამოჩნდნენ ... ვიღაც სტუდენტმა გოგომ დედა პოლიციას ჩაააბარა --- დედაჩემი ტრამპის მხარდამჭერ მიტინგში მონაწილეობდაო...........ის ქალი დაიჭირეს და ,,გააციმბირეს,, კიდეც,, 12 წელი ციხე მისცეს ........იქაც დაიწყო უკვე ბოლშევიკ -მენშევიკობა, მოწინაააღმდეგების ძელზე გასმა, იქაც დაიწყო უკვე მაკარტიზმი და კუდიანებზე ნადირობა.....ანტი სიონისტური გამოსვლები და სხვა ესეთი კომუნისტური მაიმუნობები
მოკლედ ჩვენს მეგობრებში დიდი პარადი იწყება უკვე, დიდზე დიდი პარადი...
იქ რომ ეხლა პავლიკ მოროზოვები ,,გაჩნდნენ,, მაგასაც პუტინს ხომ ვერ დაააბრალებენ??....ვერა ........ ჰოოოდა იმიტომ ვიძახი--- კომსომოლობა და პავლიკ მოროზოვობა, ეს ადამიანის სულიერი მდგომარეობააა, თორემ დარწმუნებული ვარ იმ გოგოს არც პავლიკ მოროზოვი გაუგია და არც კომუნისტების ავან ჩავანი იცის...დედა მილიციას ჩაააბარეო ეს მას ,,შიგნიდან,,, პავლიკ მოროზოვის სულმა უკარნახა, პავლიკ მოროზოვის სულმა...
ასე რომ კომუნისტები და ესეთი რაღაცეები ეხლა იქით მოიკითხეთ, იქით
ისე გოდორისა არ იყოს, ეს ბუმერანგიც თურმე დიდი ოხერი რამე ყოფილა.....ესეც თურმე ას პროცენტიანი სიზუსტით უკან უბრუნდება პატრონს
არადა რაც მაგათ ბუმერანგები აქვთ ნასროლი..... ერიჰაააა ..... მტრისას........ყველა უკან უბრუნდებათ--დაუბრუნდებათ
თუ ბიჭები არიან აბა ეხლა დაემალონ ბუმერანგს
მოკლედ კოლუმბი თავის შთამომავლებს თავისთან ეძახის უკვე ..... რადგან ლოგიკა დიდი ოხერი რამეა
4 დღის უკან