პანდემიის პერიოდში ონლაინ კაზინოების მომხარებელთა რაოდენობა მილიონით გაიზარდა

პანდემიის პერიოდში ონლაინ კაზინოების მომხარებელთა რაოდენობა მილიონით გაიზარდა

ქვეყანაში პანდემიის გამოცხადებისთანავე, ხელისუფლებამ პირველ რიგში კაზინოები დახურა და დღემდე არ გაუხსნიათ. პირველი ტალღის შემდეგ, გაიხსნა მაღაზიები რესტორნები, თუმცა სათამაშო ბიზნესი დღემდე დახურულია. დახურვა ეს არ შეხებია ონლაინ კაზინოებს. ამიტომ, აზარტული თამაშების მომხმარებლებმა კაზინოებიდან ვირტუალურ კაზინოებში გადაინაცვლეს და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ამას კი ისინი იმით ხსნიან, რომ უმუშევრად დარჩენილებს იქნებ გაუმართლოთ და გარკვეული რაოდენობის თანხა მოიგონ, რათა ოჯახები შეინახონ.

როგორც for.ge-თან საუბრისას საზოგადოება „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ხელმძღვანელმა, თამარ ჯაფარიძემ განაცხადა, კაზინოების სასარგებლოდ „იოლი ფულის“ რაოდენობამ მიმდინარე წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში დაახლოებით 5 მილიონ ლარს შეადგენდა.

სააგენტო ასევე ესაუბრა ონლაინ კაზინოებზე დამოკიდებულ მოთამაშეებს. For.ge მათ თხოვნას ითვალისწინებს და პიროვნულ ინდენტიფიცირებას არ ახდენს, ამიტომ მოთამაშეების სახელს და გვარს ინიციალებით შემოგთავაზებთ.

როგორც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულმა გ.გ-მ სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, ე.წ. სლოტებს პანდემიამდეც თამაშობდა, თუმცა, ასე მიჯჭვული არ ყოფილა. ამის მიზეზად მან უმუშევრობა და სახლში ყოფნა დაასახელა.

„აზარტულ თამაშებს პანდემიის დაწყებამდეც ვთამაშობდი, თუმცა, მაშინ შეიძლება თვეში ერთხელ ან ორჯერ მეთამაშა. სამსახური მქონდა და ამის დრო ნაკლებად მრჩებოდა. მანქანების სამრეცხაოში ვმუშაობდი, დილიდნ გვიან საღამომდე გასული ვიყავი. როგორც კი „ლოქდაუნი“ გამოცხადდა, უმუშევარი დავრჩი. ოჯახი მყავს, მათ ხომ უნდა მიხედვა. თავიდან ვიფიქრე, მოდი ვითამაშებ, იქნებ რამე თანხა მოვიგო-თქო. მართლაც, პირველ ჯერზე გამიმართლა და 500 ლარი მოვიგე. ამან გამათამამა და მასზე დამოკიდებული გავხდი. დღე არ გადის, რომ საათობით სლოტები არ ვითამაშო. თუმცა მას მერე თითქმის არაფერი არ მომიგია. შეიძლება კვირაში 50 ლამდე მოვიგო“, - გვითხრა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულმ გ.გ.

მისივე თქმით ამის შესახებ ოჯახის წევრებმა არ იციან. კითხვაზე სათამაშო ფულს სად შოულობს, მოთამაშე ასე გვპასუხობს: „თანხას ხან დედის და ხან მამის პენსიით ვრიცხავ. რა თქმა უნდა, ეს მშობლებმა და ოჯახის წევრებმა არ იციან. ვაცნობიერებ, რომ ჭაობში ვეშვები და ოჯახს გაჭირვებაში მყოფს, კიდევ უფრო გაჭირვებაში ვაგდებ“, - განუცხადა გ.გ.-მ for.ge-ს.

როგორც აღმოჩნდა აზარტულ თამაშებში მამაკაცების მსგავსად ქალბატონებიც აქტიურად არიან ჩართულები. ჩვენი რესპოდენტი მ.გ ტანსაცმლის მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობდა. „ლოქდაუნის“ შემდეგ უმუშევარი დარჩა და „იოლი ფულის“ საშოვნელად ონლაინ კაზინოს მიადგა. როგორც მან გვითხრა, თავდაპირველად ამის შესახებ რეკლამა სოციალურ ქსელში ნახა. თუ დარეგისტრირდებოდა სლოტების უფასო დატრიალებას აჩუქებდნენ. მანაც გადაწყვიტა დარეგისტრირებულიყო და მას შემდეგ ვეღარც ეშვება.

„ნეტა იმ დღეს არ მენახა ეს რეკლამა.სოციალურ ქსელში რეკლამა ვნახე, თუ დავრეგისტრირდებოდი სლოტების უფასო დატირალებას მაჩუქებდნენ, რითაც შემდეგ თანხას მოვიგებდი. ვინაიდან ამ პერიოდში უმუშევარად ვარ დაჩენილი, ვიფიქრე, რატომაც არა-თქო. იმ დღიდან მოყოლებული მივეჯაჭვე და ვეღარც ვცილდები. ტანსაცმლის მაღაზიაში კონსულტანდად ვმუშაობდი, რაც კი დანაზოგი მქონდა ონლიან კაზინოს „შევაჭამე“. ერთი-ორჯერ გამიმათლა და ვიფიქრე, ეგ არის და ავშენდები-თქო, მაგრამ კაზინო ვის გაამდიდრებს, რომ მე გამამდიდროს. არ ვიცი რა ვქნა, ოჯახის წევრებს ვუმალავ, მაგრამ როდემდე დავუმალავ არ ვიცი“, - განაცხადა მ.გ-მ for.ge-თან საუბრისას.

პანდმიის ფონზე აზარტული მოთამაშეთა რაოდენობის მატებაზე საუბრობს თამარ ჯაფარიძე და როგორც მან for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, ასევე გაიზარდა მოთამაშეთა ბულინგიც ოჯახის წევრების მხრიდანაც.

„ჩვენ ონლაინ კაზიონოების მომხმარებელთა სტატისტიკა 2019 წლის გვაქვს. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებს კაზინოების დახურვის შეგუება ძალიან გაუჭირდათ. დამოკიდებულ მოთამაშეების სახლში გამოკეტვამ გამოიწვია მათი ბულინგიც. ჩვენმა ორგანიზაციამ ოჯახში 50-მდე ბულინგი დავაფიქსირეთ. გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ოჯახში მამა იყო აზარტდამოკიდებული, რომელსაც ე. წ. „ლომკები“ ჰქონდა და სურდა სულ ეთამაშა. იყო შემთხვევა, რომ შვილს ჰქონდა „ლომკები“, რომელმაც სახლში ყველაფერი დაამტვრია, რადგან გარეთ ვერ გადიოდა და კაზინოში ვერ მიდიოდა, ოჯახს კი თანხა არ ჰქონდა, რომ ჩაერიცხა და ეთამაშა. ამ მხრივ ურთულესი მდგომარეობაა. თითქმის სუიციდამდეც კი მიდიან“,- განუცხადა for.ge-ს თამარ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში ონლაინ კაზინოების მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით მილიონით გაიზარდა.

„პანდემიის პერიოდში ონლინ კაზინოებში იანვრის თვეში 135 მილიონ ლარი გადაირიცხა, თებერვალში - 126 მილიონი, ხოლო მარტში კი 100 მილიონი ლარი გადაირიცხა. დასკვნა თქვენთვის მომინდია, სახლში გამოკეტილები ამხელა თანხას რომ გადაიხდიან, წარმოიდგინეთ მოსახლეობის რა რაოდენობა არის ჩართული. ონლაინ კაზინოების მომხმარებელთა რაოდენობა მილიონამდე არის გაზრდილი“, - აღნიშნა თამარ ჯაფარიძემ.

თამარ ჯაფარიძე ასევე აღნიშნავს, რომ პანდემიის პერიოდში, აზარტული თამაშებზე დამოკიდებულებმა არაერთხელ მიმართეს მის ორგანიზაციას დასახმარებლად. მისივე თქმით, მათ ორგანიზაციის ფსიქოლოგები კონსულტაციას უწევენ.

„ამ ადამიანებზე სახელმწიფო არ ზრუნავს. ჩვენ ვუწევთ მათ კონსულტაციებს. გვყავს ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, რომლებიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს ეხმარებინ. ასეთ ადამიანებს ჩვენთან თანხის გადახდა არ უწევთ, უფასოდ ვეხმარებით. თუ ვითარება იქამდე მივიდა, რომ მედიკამენტური დახმარება სჭირდებათ, მაშინ თავისთავად საჭიროა თანხები. თუმცა, მათი გადასაწყვეტია გააგრძელებენ თუ არა მკურნალობას.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით, სახელმწიფომ გახსნა ცხელი ხაზი 111. ამ ცხელ ხაზზე გახსნილია 2-თვიანი და 4-თვიანი დასახმარებელი კურსები. აქ ჩართვა შეუძლიათ 14 წლიდან -25 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს. რატომ 25 წლის ჩათვლით?! იმიტომ, რომ მამაკაცის გონება ზრდასრულობას ასრულებს 30 წლის ასაკში. 14 იმიტომ, რომ, კვლევის მიხედვით ამ ასაკის 35 პროცენტია ჩაბმული აზარტულ თამაშებში. არ აქვს მნიშვნელობა გოგო თუ ბიჭი. გოგონების 15 პროცენტი აცხადებს, რომ თუ არ თამაშობს ის მოწყენილია“, - განაცხადა for.ge-თან საუბრისას თამარ ჯაფარიძემ.