უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, საკუთარი სამსახიობო ნიჭის დემონსტრირებას ერთი ფრანგი მოთამაშე ცდილობს.
ფეხბურთის მთელი ისტორიის განმავლობაში ძნელად თუ მოიპოვება ერიკ კანტონასავით სკანდალური მოთამაშე. მისი ქარიზმატულობა ყველას აღაფრთოვანებდა და გიჟის მეტსახელითაც მოიხსენიებდნენ.
- მე კანტონა ვარ, ამიტომ შემიძლია ვაკეთო ის, რაც მინდა, - ასე ახასიათებდა საკუთარ თავს „არანორმალურად“ შერაცხული კანტონა.
კარიერის დასრულების შემდეგ შოუ-ბიზნესში დაკავდა. თავდაპირველად პაკო რაბანის ტანსაცმლის კოლექციებს წარმოადგენდა, შემდეგ საკუთარი ფოტოების გამოფენა მოაწყო, შემდეგ როკის სფეროსაც მისწვდა და ფრანგული ჯგუფი „დიონისეს“ ალბომის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა.
ყოველივე ამის შემდეგ მსახიობობა გადაწყვიტა და მის ანგარიშზე ამჟამად რამდენიმე სურათია.
განსაკუთრებული წარმატება ფილმმა „ელისაბედი“ მოუტანა, სადაც კანტონა მონსენიორ დე ფუას როლს ასრულებდა.